ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

22 ივნისიდან სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები იგეგმება

ხვალიდან, სისხლის სამართლის კონკრეტულ მუხლებზე სასჯელის კონკრეტული სახე – იარაღთან დაკავშირებული უფლების შეზღუდვა ამოქმედდება. სასჯელის ეს სახე მხოლოდ დამატებითი სასჯელის სახით შეიძლება შეეფარდოს ადამიანს ერთიდან ხუთ წლამდე ვადით.

სასჯელის ეს სახე გულისხმობს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების ან გამოყენების შეზღუდვას და აკრძალვას.

22 ივნისიდან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა მოსამართლეებმა შესაძლოა გამოიყენონ შემდეგ დანაშაულებზე: განზრახ მკვლელობა, თვითმკვლელობა, ჯანმრთელობის დაზიანება, ძალადობა, ოჯახში ძალადობა, სქესობრივი ხასიათის დანაშაული, პროსტიტუციაში ჩაბმა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, იძულება, ქორწინების იძულება, მუქარა, ადევნება, ბინის, ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენება, შემაკავებელი, ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.

იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის დამატებით სასჯელად დანიშვნისას აუცილებელი არ არის, იარაღი დანაშაულის იყოს ან დანაშაულის ჩასადენად იყოს გამიზნული. ამ უფლების შეზღუდვის შემთხვევაში, ჩამორთმეული იარაღი შეინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

იტვირთბა....