სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება. დევნილთა სამინისტრო 2 ნაწილად გაიყოფა, მშენებლობის კომპონენტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება, დევნილების სოციალური ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს. სპორტისა და კულტურის სამინისტრო კი, განათლების სამინისტროს შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაცია “იმედის” ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.
“მშენებლობის ნაწილში აბსოლუტურად ვიზიარებ მაგ პოზიციას, თანხობრივადაც, შესრულებების თვალსაზრისითაც, უფრო სწრაფად გაივლის, როცა ერთი სამინისტროს აქვს ეს ყველაფერი ჩაბარებული”, – აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 14 სამინისტროს 11-მდე შემცირება დაანონსა.