ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბერშუეთში ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადგილობრივი დააკავეს

გორის, სოფელ ბერშუეთთან შეიარაღებულმა პირებმა სოფლის ორი მკვიდრი, 19 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი და 27 წლის გოჩა ბერიანიძე დააკავეს. დაკავებულები სოფლის განაპირას მდებარე სალოცავთან იმყოფებოდნენ.

თანასოფლელების განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადია და ჯავახიშვილს და ბერიანიძეს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავთ.

აღნიშნულ პირებთან ერთად, სალოცავთან კიდევ სამი ადგილობრივი იმყოფებოდა, თუმცა, ისინი ე.წ. მესაზღვრეების გამოჩენამდე დაბრუნდნენ სოფელში. მეგობრების დაკავების შესახებ კი, გოჩა ბერიანიძისგან შეიტყვეს, რომელმაც სატელეფონო ზარის განხორციელება მოასწრო და უთხრა, რომ ე.წ. მესაზღვრეებს ცხინვალის მიმართულებით მიჰყავდათ.

მომხდარ ფაქტზე უკვე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი”

იტვირთბა....