საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ზაფხულის მოახლოებასთან ერთად კვლავ აქტუალურია წითელას ვირუსი და სეზონისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა რისკი.
ტემპერატურის მომატებასთან ერთად აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა და საკვები პროდუქტების მაცივარში შენახვა.
უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში მაღალია ნაწლავთა ინფექციების რისკი. აქტიურდება ტკიპები და კოღოები. სპეციალისტები მწერებისგან თავის დასაცავად მოსახლეობას რეპელენტების გამოყენებას ურჩევენ.
„სამწუხაროდ, გრძელდება და არსად წასულა წითელა. ბავშვი თუ არ არის აცრილი, აცრან, ეხება განსაკუთრებით უფროსებს ეს აცრა, განსაკუთრებით მათ, ვინც დაორსულებას აპირებს,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.