ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოგუაძე: “წულუკიანის პარლამენტში მინისტრის თანამდებობაზე წარმოდგენა არის დაუფარავი შეურაცხყოფა”

„თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ნინო გოგუაძემ განაცხადა, რომ თეა წულუკიანის პარლამენტში მინისტრის თანამდებობაზე წარმოდგენა არის დაუფარავი შეურაცხყოფა და გამოწვევა საქართველოს მოსახლეობისადმი.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დროებითი მთავრობის დამტკიცების პროცესებს გამოეხმაურა. გოგუაძის თქმით, მამუკა ბახტაძის პრემიერად დანიშვნა მოქალაქეებისადმი აგდებულ დამოკიდებულებას გამოხატავს.

„მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა გამოხატავს აგდებულ დამოკიდებულებას საქართველოს მოქალაქეებისადმი. ამ უცნაურ სქემებს, რომლის მიხედვით, მთავრობა, რომელიც არ იქნება მთავრობა და რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს, არის სრულიად დემონსტრაციულად აგდებული დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოსადმი, კონსტიტუციისადმი,“- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

იტვირთბა....