ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბანკი “ქართუ”: “გიორგი შენგელაიას სტიპენდია არ შეწყვეტია”

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რაც რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა, ბანკმა “ქართუმ” მას სტიპენდია მოუხსნა.

როგორც ბანკმა “ქართუმ” “მეტრონომს” განუცხადა, რეჟისორ გიორგი შენგელაიას სტიპენდია არ შეწყვეტია.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით გიორგი შენგელაიას “ქართუ ჯგუფმა” სტიპენდია შეუწყვიტა, მიზეზი კი კინორეჟისორის კრიტიკული განცხადება გახდა, რომელიც მან ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოთქვა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

ამის შესახებ ინფორმაცია ნიკა მელიამაც გაავრცელა.

“ენმ”-ის წევრი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ იმ ხელოვანებს უხდის ფულს, რომლებიც ჩუმად არიან.

„მას შემდეგ, რაც კინორეჟისორმა გიორგი შენგელაიამ გააკრიტიკა ბატონი ივანიშვილი ერთ-ერთ ეთერში, დღეს ბატონმა ივანიშვილმა სტიპენდია, რომელსაც წლების განმავლობაში უხდიდა “ქართუ ჯგუფი”, გაუუქმა. დაურეკა ვინმე ჩხეტიანმა, თავად შენგელაიამ თქვა, რომ ჩვენთვის მიუღებელია ის განცხადება, რომელიც შენ ბიძინა ივანიშვილზე გააკეთეო და შეუწყვიტეს,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

იტვირთბა....