“დიახ, ბატონებო!
ქველმოქმედებით კი არაა ეს კაცი წლების განმავლობაში დაკავებული – ჩვეულებრივი, ღია პოლიტიკური მოსყიდვით. და რაც დახარჯა ამ “ქველმოქმედებაში”, კი ამოიღო უკვე ათასმაგად ჩვენი ჯიბეებიდან”, -წერს სოციალურ ქსელში “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, რომ რეჟისორ გიორგი შენგელაიას განცხადებით, მას “ქართუ ჯგუფმა” სტიპენდია მოუხსნა.