ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

აშშ-ში ავთანდილ ხურციძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

ნიუ იორკის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე  ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს.

ამ ეტაპზე, უცნობია, რამდენი წლით პატიმრობას მიუსჯის მოსამართლე ხურციძეს. ის გადაწყვეტილებას 21 სექტემბერს გამოაცხადებს. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.

მას შემდეგ, რაც ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი გახდა ცნობილი, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა პრესრელიზი გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ „კანონიერი ქურდი“ რაჟდენ შულაია და ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს რეკეტსა და ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებულ ბრალდებებში.

მანჰეტენის პროკურორის ჯეფრი ბერმენის განცხადებით, ნაფიცმა მსაჯულებმა დაადასტურეს ბრალი, რომლის მიხედვითაც შულაია და ხურციძე ჩართული იყვნენ კრიმინალურ სქემაში, რომელიც შეიცავდა ძალადობას, გამოძალვას, ქურდობასა და თაღლითობას.

შულაია, „კანონიერი ქურდი“ რუსეთიდან – ამერიკის კანონმდებლობით უკვე დამნაშავედ ცნობილი ქურდია. ორივე ბრალდებული (შულაია და ხურციძე) ახლა საკუთარ დანაშაულებზე სასჯელს ელოდება“, – ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.

პროკურორი განმარტავს, რომ ხურციძეს ბრალი რეკეტსა და ფინანსურ თაღლითობაში დაუდასტურდა, რა ბრალდებებიც ცალ-ცალკე 20-20 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა სასჯელის ზომას მოსამართლე კანონმდებლობის შესაბამისად თავად გადაწყვეტს.

იტვირთბა....