ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოცირიძე ბახტაძეს: “მოსკოვიდან ჩამოსულს იმდენი შემოსავალი გაგიჩნდათ რომ 20 ათას ლარს სწირავდით “ნაციონალურ მოძრაობას”

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეკონომიკაში უთანასწორო ვითარება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან გადმოყოლილია, რომ თქვენ შეიქმენით იმ 9 წელიწადში – აბსოლუტურად უცნობი ახალგაზრდა, ჩამოსული მოსკოვიდან, მაგისტრატურიდან, გახდით ერთ-ერთი დიდი ფირმის გენერალური დირექტორი, რომელსაც იმდენი შემოსავალი გაუჩნდა, რომ 20 ათას ლარს სწირავდა „ნაციონალურ მოძრაობას”. გოცირიძე დაინტერესდა, ვისი შექმნილია ის ეკონომიკური მოდელი, რომელსაც უთანასწორო თამაშის წესები აქვს.

„თქვენ არ გესმით ალბათ, რა არის ეკონომიკური მოდელი. მოდელი შევქმენით ჩვენ. ჩვენ შევქმენით მართლაც თავისუფალი ეკონომიკური მოდელი, რომელმაც შეცვალა შევარდნაძის კორუმპირებული მოდელი. საქართველოში თუ არსებობს უსამართლო სისტემა, ის შეიქმნა ამ 6 წლის განმავლობაში. ბრალს გდებთ სამივე პრემიერს და გთხოვთ დაამტკიცოთ, რომ ეს სისტემა შეიქმნა არა ბოლო 6 წელიწადში, არამედ იმ ცხრა წელიწადში. მოგიყვებით თუ გინდათ იმ ცხრა წელიწადში რა შეიქმნა. თქვენ შეიქმენით იმ 9 წელიწადში, აბსოლუტურად უცნობი ახალგაზრდა, ჩამოსული მოსკოვიდან, მაგისტრატურიდან, გახდით ერთ-ერთი დიდი ფირმის გენერალური დირექტორი, რომელსაც იმდენი შემოსავალი გაუჩნდა, რომ 20 ათას ლარს სწირავდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ შევქმენით სიმდიდრე, მათ შორის თქვენს მიერ შეწირული სიმდიდრე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

იტვირთბა....