30 წლის ქალი 70 წლის მამაკაცს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.ძალადობის მუხლით საქმე უკვე აღიძრა, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებიათ. ქალი ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ მოძალადე მამაკაცი სახლში ეჭრებათ და ემუქრება. ინფორმაციას ტელეკომპანია “გურჯაანი” ავრცელებს.
ქალმა მომხდარის დეტალები ტელეკომპანია ,,გურჯაანთან’’ გაიხსენა. ტელეკომპანიის ჟურნალისტა ძალადობაში ბრალდებული მამაკაცის პოზიციაც მოისმინა. შემთხვევა კახეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.