ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეხანძრეების ხელფასი იზრდება

მომავალი თვიდან მეხანძრეების ხელფასი გაიზრდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახატძემ უმრავლესობის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვზრდით ჩვენი მეხანძრეების ხელფასებს. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც 24 საათი დგას სადარაჯოზე. ისინი აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვანი რისკების პრევენციას ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად, ჩვენ რა რესურსიც ახლა გამოძებნეთ, იმით ვაპირებთ და მათ შემდეგი თვიდან ხელფასები გაეზარდოთ“, – განაცხადა ბახტაძემ.

იტვირთბა....