“სასამართლომ ერთ მშვენიერ დღეს ჩათვალა, რომ მოქალაქე ახობაძე და მოქალაქე სუბელიანი იყვნენ მართლები და მათ დიახ ჩემ მიერ გატარებული რეფორმების წყალობით იუსტიციის სამინისტროს სისტემას მოუგეს სასამართლო დავა სამივე ინსტანციაში. ახლა ქალბატონი ეკა გიგაური, სუბელიანი და სხვები, რომლებიც უგებენ იუსტციის სამინისტროს სასამართლოში დავებს არიან უკმაყოფილო ამავე სასამართლოთი. აირჩიეთ რა გინდათ თუ არ მოგწონთ სასამართლო მაშინ როგორ უგებთ დავებს? – მოკლედ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს არის ეს სიტუაცია.ამ კითხვას ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ როგორც ჩანს ერთ-ერთ კითხვის ავტორს მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა და არ მომისმინა. ამიტომ ახლა თვენთვის გასაგებად ვამბობ კიდევ ერთხელ. ცრუ არის მტკიცება რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს არ არსეულებს – ეს არის სიცრუე. რადგან ქალბატონი სუბელიანი და ბატონი ახობაძე, როგორც კი სააღსრულებო ფურცელი მოვიდა მიწვეული იყვნენ სააღსრულებო ბიუროში, მათ დაიწყეს ვაჭრობა ფულზე. მათ თქვეს მოგვეცით უფრო მეტი ფული. არცერთი ეს გადაწყვეტილება არ არის დღეს აღსრულებადი, რადგანაც ბატონი ახობაძის შემთხვევაში, გადაწყვეტილება რომლის აღსულებასაც ის ითხოვს არის გაბათილებული. ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ დასვა ეს კითხვა და პარტიაში იმედია გყავთ იურისტი, თუ ადეიშვილი წავიდა და იურისტი აღარ გყავთ? გააკეთეთ ანალიზი. ბატონი ახობაძის შემთხვევაში ის პოზიცია სადაც ის იქნა აღდგენილი ცოცხალი ადამიანი მუშაობს. ამ ადამიანმა იჩივლა შესაბამისად დავაა სასამართლოში. ქალბატონი ანა აღდგენილია იმ თანამდებობაზე, რომლიდიანაც ის არ გათავისუფლებულა და მეტიც, იმ პოზიციაზე, რომელიც მოცემულ სსიპ-ში არასდროს ყოფილა” – განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანი სუბელიანს: “თქვენ არ გეცალათ, დაკავებული იყავით მემორიალზე ცეკვით”
პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თეა წულუკიანმა, ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის იუსტიციის სამინისტროდან გაშვების შესახებ განცხადება გააკეთა.