ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოცნების” დეპუტატის კომპანიაში სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით, ხელმოწერებს აგროვებენ

უბრალოდ შეთავაზებაა ჩემ თანამშრომლებთან, რომ ხელი მოაწერონ, არანაირი იძულება“, – გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძეს განცხადებით, მისი თანამშრომლების უმრავლესობა თანახმაა გორში სტალინის ძეგლი დადგან.

შესაბამისი მოთხოვნით, შპს „იბოლიაში“, რომლის ერთ-ერთი მფლობელი გორის დეპუტატია, თანამშრომლები ხელმოწერებს აგროვებენ.

„საჭიროა, რომ ძეგლი დაიდგას სტალინის სკვერში არსებულ პიედესტალზე. ამიტომაც გროვდება ხელმოწერები. ისე ნუ გაიგებთ, თითქოს ჩემ კომპანიაში გროვდება ხელმოწერები. უბრალოდ, ჩემი კომპანიის თანამშრომლებიც აწერენ ხელს ამ მოთხოვნას. ხელმოწერები სულ სხვაგან გროვდება. გიორგი კანდელაკიც არის ჩართული ამ საქმეში. აი, მალე იქნება ყრილობა და ყველაფერს იქ გაიგებთ დეტალურად“, – აცხადებს მაკრახიძე.

გორის მაჟრიტარ დეპუტატს საბჭოთა დიქტატორის მიმართ სიმპათია არასოდეს დაუმალავს. იოსებ მაკრახიძეს მიაჩნია, რომ გორის ცენტრალური მოედნიდან სტალინის ძეგლის აღება შეცდომა იყო.

ავტორი: ნოდარ სხირტლაძე

იტვირთბა....