ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგაძე: “განათლებისა და კულტურის სამინისტროების შესაძლო გაერთიანება არ მგონია, რომ შეუძლებელი იყოს”

კულტურის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ გიორგაძემ განათლებისა და კულტურის სამინისტროების შესაძლო გაერთიანების საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ არ მგონია, რომ ეს პრინციპულად შეუთავსებელი და შეუძლებელი იყოს.

“ზოგადად, პრინციპულად შეუთავსებელი და შეუძლებელი, არ მგონია რომ ეს იყოს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ოპტიმიზაციასთან მიმართებაში მიღებული იქნება კონსულტაციების დასრულების შემდეგ”,- განაცხადა გიორგაძემ.

რაც შეეხება იმას, დარჩება თუ არა განახლებულ მინისტრთა კაბინეტში, მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

იტვირთბა....