ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მსოფლიო ჩემპიონატზე ისლანდიის მატჩს ქვეყნის 99.6%-მა უყურა

მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინა-ისნალდიის თამაშს, კუნძულელთა ვებგვერდის ინფორმაციით მოსახლეობის 99.6%-მა უყურა.

ისლანდიაში 330 ათასი ადამიანი ცხოვრობს და გამოდის, რომ 328 ათასმა ადამიანმა ამ შეხვედრას თვალი ტელე-ეკრანიდან მიადევნა…

ცნობეისთვის, ეს ისლანდიელთა რეკორდი არაა – ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე, ინგლისთან 1/8 ფინალურ მატჩს მოსახლეობის 99.8%-მა უყურა.

შეგახსენებთ, რომ ისლანდია წელს პირველად თამაშობდა მსოფლიო ჩემპიონატზე და არგენტინასთან 1:1 დაასრულა თამაში.

 

იტვირთბა....