ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო: “გუშინ წვიმის გამო სულ დაფიქსირდა 441 გამოძახება”

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 18 ივნისის 20:00 საათიდან 19 ივნისის 09:30 საათამდე ძლიერი წვიმის გამო სულ დაფიქსირდა 441 გამოძახება.

აქედან, თბილისში – 292 რეგიონებში – 149 ყველაზე მეტი გამოძახება დედაქალაქში ისანი-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან შემოვიდა.

რეგიონებიდან კი მცხეთა-მთიანეთიდან (41 შეტყობინება) და იმერეთიდან (26 შეტყობინება) ძლიერმა ნალექმა გამოიწვია წყალმოვარდნები გზებზე და დატბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები.

ძლიერმა ქარმა კი დედაქალაქის ცალკეულ რაიონებში დააზიანა ელექტროსადენები და წააქცია ხეები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებსა და ჩახერგილი გზების გაწმენდას სამაშველო ღონისძიებებს ხელმძღვანელობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი, ალექსანდრე ხვადაგიანი სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა

იტვირთბა....