ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტრეველი: “ყველაზე დიდი დებილობა, რაც შეიძლება ხელისუფლებამ ხალხს შესთავაზოს სამინისტროების გაერთიანებაა”

ტელეწამყვანი მერაბ მეტრეველი, სოციალურ ქსელში სამინისტროების გაერთიანების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

“ყველაზე დიდი დებილობა, რაც შეიძლება ხელისუფლებამ ხალხს როგორც რეფორმა შესთავაზოს, არის სამინისტროების გაერთიანება. მთავრობის ხარჯების შემცირებას სულაც არ ჭირდება სამინისტროების შერწყმა. ხარჯების შემცირებას სურვილი და პოლიტიკური ნება ჭირდება. რა უფრო მოქნილი და მობილური მთვრობა? როგორ იქნება უფრო მოქნილი, ერთ სამინისტროში თუ შეყრი განათლებას, კულტურას და სპორტს?

ისე ხომ გლიჯავს განათლების სამინისტრო და ახლა საერთოდ. ამ სახით მხოლოდ თავკომბალა უწყებებს მივიღებთ. მერე გვეტყვიან, მოდი დავშალოთო, როგორც ახლა ითხოვენ გარემოს დაცვის ისევ ცალკე გამოტანას. ეს სპორტი და კულტურა რამდენჯერ გავაერთიანეთ და მერე დავშალეთ აღარ მახსოვს. და ამ გაერთიანება-დაშლას გვასაღებენ ხოლმე რეფორმად. თუ თვითმიზანი სამინისტროების რაოდენობის შემცირებაა, მაშინ საერთოდ უნდა გააუქმო ესე თუ ის უწყება და თუ გაუქმება არ შეგიძლია, შერწყმა არის დებილობა და ხალხის დაბოლება” – განაცხადა მეტრეველმა.

იტვირთბა....