ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„აიისას“ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ, პრეზერვატივების ქართული ბრენდის „აიისას“ საქმეზე, საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან მურუსიძემ გამოიტანა.

ამის შესახებ ონფორმაცია „აიისას“ ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ გაავრცელა.

„მურუსიძემ ძალაში დატოვა აიისა-ს საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ჯერ არ ჩაგვბარებია, მაგრამ, ალბათ, მანაც დაინახა ამ გვირგვინში ეროვნული ღირსება.
შევხვდებით სტრასბურგში,“ – წერს გიორგი მშვენიერაძე.

შეგახსენებთ, რომ 4 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების ბრენდი „აიისას“ დამფუძნებელი ანა გაჩეჩილაძე 500 ლარით დააჯარიმა და პრეზერვატივების არსებული შეფუთვის გამოყენება აუკრძალა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიღო.

სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზერვატივის სარეკლამო შეფუთვა იყო არაეთიკური.

ჯარიმის გარდა, „აიისას“ დამფუძნებელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აეკრძალა პროდუქტზე განთავსებული არაეთიკური რეკლამების გავრცელება, განთავსება პროდუქტზე, სოციალურ ქსელში და სხვაგან.

იტვირთბა....