ახალი ამბები ვიდეო მთავარი სპორტი

საუდის არაბეთის საფეხბურთო ნაკრების თვითმფრინავს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა (ვიდეო)

თვითმფრინავს, რომლითაც საუდის არაბეთის ნაკრები როსტოვში ურუგვაისთან მატჩზე მიემგზავრებოდა, ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა. Airbus A319-100-ს ძრავა დაეწვა. – ინფორმაციას ავრცელებს “1ტვ“.

საბოლოოდ, თვითმფრინავი როსტოვში მშვიდობიანად დაეშვა, ფეხბურთელები კი უკვე დაბინავდნენ აეროპორტში.

Airbus A319-100 ერთ-ერთ რუსულ ავიაკომპანიას ეკუთვნის.

ურუგვაისა და საუდის არაბეთის მატჩი 20 ივნისს გაიმართება. პირველ ტურში არაბებმა 0:5 წააგეს, ურუგვაიმ 1:0 დაამარცხა ეგვიპტე.

იტვირთბა....