საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,
“დუშეთის რაიონში, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები . სულ შემოსულია 22 შეტყობინება. ამ წუთებში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები, დაშავებულები არ არიან.
ამ დროისათვის წვიმს საქართველოს რამდენიმე რეგიონსა და თბილისში, თუმცა ძლიერი წვიმის გამო გამოძახებები არ დაფიქსირებულა”, – ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.