ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხუხაშვილი: “დიდი ბოდიშით, მაგრამ გახარია რატომ უნდა გადაგეს”

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილა, “მეტრონომთან” საუბრისას გახარიასა და წულუკიანის შესაძლო გადაყენების ფაქტზეც ისაუბრა.

“დიდი ბოდიშით, მაგრამ გახარია რატომ უნდა გადაგეს? ზაზა სარალიძე ბევრს რამეს მოითხოვს, მაგრამ ზაზა სარალიძე აკომლექტებს მთავრობას თუ მამუკა ბახტაძე? არასერიოზულია ეს მოთხოვნები. მესმის შვილმკვდარი მამაა, მაგრამ გახარია პირიქით საზოგადოებაში უფრო მეტი ნდობით სარგებლობს ვიდერ სხვა მისი წინამორბედები და რატომ უნდა გადადგეს გახარია გაუგებარია.

წულუკიანის შემთხვევაში, ნდობა დაკარგული აქვს სზოგადოებას უკვე დიდი ხანია. შესბამისად ეს საკითხი აქტუალურია. გახარია რამდენიმე თვეა მინისტრი გახდა და მისი მოღვაწეობა შეცდომებით არ იყო აღნიშნული. პირიქით მან აჩვენა სწორი მენეჯმენტი, და ზაზა სარალიძე რახან მოითხოვს მაგიტომ რომ უნდა გადაგეს ეს არასერიოზული ლაპარაკია” – განაცხადა ხუხაშვილმა.

იტვირთბა....