“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბონდო თედორაძე სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს, სადაც გაჩეხილი ხეებია ასახული და წერს, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ხის გადატანამ გამოიწვია.
“ეს გუშინ ციხისძირში, მთავარი მაგისტრალის გასწვრივ, სადაც ხე გადაიტანეს, ჩაიდინა ,, ჩვენმა” ბიძინამ!
მადლობა #ქობულეთისმერიას მადლობა #გარემოსდაცვისსამინისტროსმადლობა #მამუკაბახტაძეს მადლობა #საზოგადოებას რომელიც სდუმს და ეგუება ბუნების აოხრებას! იმ ადგილობრივ ციხისძირელ პეშკებს აღარ ჩამოვთვლი, იმათ საერთოდ ვინ ეკითხება ხვალ რა დღეა!?
მოკლედ დიდი მადლობა საქოცეთს ამ სიკეთისთვის და ეს ფოტო, ვიდეო კადრები რჩება ისტორიას!
მერე არ თქვათ ზეწოლას განვიცდიდითო!!!”, – წერს თედორაძე.