ოზურგეთში ამ წუთებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და გურიის პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.აა
“ოზურგეთში მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები არიან და არა სპეცრაზმი”, – განაცხადეს შსს-ში.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე ბრალებულ “ქართული ოცნების” დეპუტატს ტარიელ აროშიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ქათამაძის განცხადებით, ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების გამო „ქართული ოცნების“ წევრებმა დაიბარეს და სცემეს.