საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში ეხმაურება “რუსთავი 2-ის” მიერ გაკეთებულ სიუჟეტს, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია “QNET-ს” ეკა ბესელიას ოჯახის წევრები მართავენ.
“ვეხმიანები ტელეკომპანია რუსთავი 2 ის შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტს, სადაც რუსთავი 2 ის ჟურნალისტმა და ifact-ის წარმომადგენელმა გაავრცელა განზრახ ცრუ, ცილისმწამებლური და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. კერძოდ, მე დამაკავშირა კომპანია ,,Qnet,,-ან და მის საქმიანობასთან რაც არის სრული სუცრუე.
მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე ვაცნობე გადაცემის წამყვან ჟურნალისტს, მან განზრახ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია.
ამ კომპანიასთან არასოდეს მქონია და არ მაქვს არანაირი ურთიერთობა და მოვითხოვ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო იმსჯელოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ , რომელსაც მივმართავ ხვალ საჩივრით.
ხოლო შემდგომ, გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციების გამო მივმართავ სასამართლოს რუსთავი 2 და ჟურნალიტთა ჯგუფის ifact ის წინააღმდეგ”, – წერს ბესელია.