ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მსოფლიო ჩემპიონატი – გერმანიამ წააგო, ბრაზილიამ ვერ მოიგო

მსოფლიო ჩემპიონატზე უმთავრესი ფავორიტები ჩერთნენ გათამაშებაში, ბრაზილია შვეიცარიას დაუპირისპირდა, ხოლო გერმანია მექსიკას.

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები მექსიკელებთან 1:0 დამარცხდნენ. ერთდერთი გოლი ლოზანომ გაიტანა.

ამ ჯგუფში მეორე შეხვედრა დღეს გაიმართება – შვედეთი სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ბრაზილიას. “პენტაკამპიონები” შვეიცარიას დაუზავდნენ. პირველ ტაიმში ფილიპე კოუტინიომ ბრაზილია დააწინაურა, ხოლო ზუბერმა მეორე ტაიმში ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

რაც შეეხება დღის ადრეულ თამაშს – სერბებმა კოლაროვის საჯარიმო დარტყმიდან გატანილი გოლით კოსტა რიკა დაამარცხა.

შესაბამისად, პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში სერბები გალიდერდნენ 3 ქულით, ხოლო 1-1 ქულით მეორე-მესამე ადგილებს შვეიცარია და ბრაზილია იყოფენ. 0 ქულით ბოლო ადგილზე კოსტა-რიკელები არიან.

 

 

იტვირთბა....