ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახიანი: “ახალი მთავრობა კვირის ბოლომდე დამტკიცდება”

ახალი მთავრობა კვირის ბოლომდე დამტკიცდება – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

ამის შესახებ კახიანმა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„კვირის ბოლომდე ახალი მთავრობა გვეყოლება. უკვე დაიწყება საკომიტეტო განხილვები. ერთი დღე დაეთმობა საკომიტეტო განხილვებს და მინისტრობის კანდიდატებთან გაიმართება შეხვედრები. ერთი დღის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობა-უმცირესობაში და ფრაქციების ფორმატში მოვუსმენთ მინისტრობის კანდიდატებს, ხოლო ამის შემდეგ პლენარულ სხდომაზე მოხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარე კვირას ეს პროცესი დასრულდება და კვირის ბოლომდე ახალი მთავრობა გვეყოლება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

იტვირთბა....