დღეიდან მაკედონიას ოფიციალურად ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდება. ათენსა და სკოპიეს შორის 27-წლიანი დავა მაკედონიის სახელმწიფოს სახელწოდებასთან დაკავშირებით დასრულდა, ქვეყნებმა ისტორიული დოკუმენტი გააფორმეს.
შეთანხმების გაფორმებას ორი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი და გაეროს სპეცწარმომადგენელი დაესწრნენ. მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დღეიდან მაკედონიას “ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა” ეწოდება.
პრემიერის თქმით, ამ პრობლემის გადაჭრის შემდეგ, ისინი “ნატო”-ს წევრები გახდებიან.
დავა სახელწოდებაზე 1991 წლიდან გრძელდებოდა. ძველი სახელწოდების წინააღმდეგი საბერძნეთი იყო. ათენში აცხადებდნენ, რომ მაკედონია საბერძნეთის ისტორიული რეგიონის სახელწოდებაა და სხვა სახელმწიფოს ანალოგიური სახელი არ უნდა ერქვას.