დღეს გლდანში, მე-4 მიკრორაიონში კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 31 წლისაა. არსებული ინფორმაციით, კაცი ცივი იარაღით არის მოკლული.
როგორც ადგილობრივებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, გარდაცვლილი ადგილობრივი მოსახლე არ არის. მათივე თქმით ის მუცლის არეში იყო დაჭრილი და შემთხვევის ადგილზე თავისით მივდა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. თუმცა ახალგაზრდა სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცავლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლეობის ფაქტზე გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.