ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სირიის სამთავრობო ავიაციის იერიშს 6 ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში მოქმედი ჰუმანიტარული მისიის „თეთრი ჩაფხუტები“ წევრები სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებენ, რომ სირიის ავიაციამ ქალაქ დარააზე ავიაიერიში მიიტანა. თავდასხმას სულ მცირე, ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია.

„რამადანის დღესასწაულის პირველ დღეს ასადის ავიაციამ დარაა დაბომბა“, – წერენ თეთრჩაფხუტიანები Facebook-ში.

დარაა პირველი ქალაქი იყო, სადაც 2011 წელს ბაშარ ასადის დიქტატურის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. ადგილობრივები ამ ქალაქს დღემდე მეამბოხეების ტერიტორიას უწოდებენ.

იტვირთბა....