ახალი ამბები

ტატუნაშვილის საქმეზე ოკუპირებული ახალგორის ე.წ. სამართალდამცველებს პატიმრობა შეეფარდათ

თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის არჩილ ტატუნაშვილის მიმართ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს – დავით გურწიევს და ალეკ ტაბოევს პატიმრობა შეეფარდათ.

საქმეზე სასამართლო პროცესი მცხეთის სასამართლოში გაიმართა. მოსამართლემ ოკუპირებული ახალგორის ე.წ. სამართალდამცველებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა დავით გურწიევისა და ალეკ ტაბოევისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე. მათ ბრალი დაუსწრებლად აქვთ წარდგენილი. ისინი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდნენ.

პროკურორის, დავით ყაზარაშვილის თქმით, საქმეში შესაბამისი მტკიცებლებები არსებობს, რაც ადასტურებს, რომ ტატუნაშვილი გურწიევმა და ალეკ ტაბოევმა აწამეს. საგამოძიებო ნაწილი დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დასადგენად გამოძიებას აგრძელებს.

განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, თამარ ავალიანმა გააკეთა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. სამართალდამცველებს პატიმრობა შეეფარდათ.

საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარუდგინა.

 

იტვირთბა....