ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის მონტენეგროში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა.

დღეს ძალაში შევიდა მონტენეგროს სავიზო პროცედურების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2018 წლის 15 ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ მონტენეგროს ტერიტორიაზე.

უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გაემგზავრონ მონტენეგროს ტერიტორიაზე და დაჰყონ 90 დღე 180 დღიან პერიოდში. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

იტვირთბა....