ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გაჩეჩილაძე: ” სამთავრობო ცვლილებები ეკონომიკურ გუნდს შეეხება”

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრის გია გაჩეჩილაძის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები ეკონომიკურ გუნდს შეეხება.

გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით – სავარაუდოდ, თანამდებობას დატოვებს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძეც.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს, გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა შეინარჩუნოს. მისი თქმით, წულუკიანმა ბოლომდე უნდა მიიყვანოს ჰააგაში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ დაწყებული დავა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ მთავრობის ახალი შემადგენლობა ახალმა პრემიერმა უნდა წარადგინოს. პრემიერობის კანდიდატად მმართველმა გუნდმა ფინანსთა ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძე გუშინ დაასახელა.

იტვირთბა....