ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მუსლიმთა კავშირის წარმომადგენლი: “თუ ხელისუფლება უარს იტყვის მეჩეთის მშენებლობაზე, უნებართვოთ დავიწყებთ აშენებას”

მუსლიმანური სამყარო რამადან-ბაირამს აღნიშნავს. ბათუმში მორწმუნეებმა დღესასწაული ცენტრალური მეჩეთის პარალელურად იმ ადგილზე აღნიშნეს, სადაც ახალი მეჩეთის აშენებას გეგმავენ. ორთაჯამეში მათ დღესასწაული აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა.

ახალი მეჩეთის ადგილზე კი ოპოზიციის, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები მივიდნენ.

ქართველ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენლის ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის სამართლებრივი დავა გრძელდება.  იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება კვლავ უარს იტყვის ახალი მეჩეთის მშენებლობაზე მრევლი, რომელმაც მილიონ ლარამდე უკვე შეაგროვა, ნებართვის გარეშე დაიწყებს სალოცავის მშენებლობას.

ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ზურაბ პატარიძის განცხადებით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ახალი მეჩეთის პროექტისა და მშენებლობის დეტალები თანხმდება.

„გადაწყვეტილება მიღებული არის, ჩვენ გავდივართ ბოლო დეტალებს. პერმანენტულად გვაქვს შეხვედრა მრევლთან, ვაყენებთ საქმის კურსში თუ რა ეტაპზე ვართ. უახლოეს პერიოდში ჩვენ სამმართველოსთან ერთად კვლავ შევხდებით და შევთანხმდებით პროექტთან დაკავშირებულ დეტალებზე,“-ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე.

იტვირთბა....