ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ვახო ხუზმიაშვილი: “ტელეკომპანია „იბერია“ დღეიდან უარს ამბობს კოტე იოსელიანისთვის ეთერის დათმობაზე”

“მე, როგორც ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, კატეგორიალულად ვემიჯნები ჩვენი არხის ერთ -ერთი გადაცემის ეთერში ნაციონალური მოძრაობის წამომოადგენლის კოტე იოსელიანის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ და დისკრიმინაციულ განცხადებებს.

ეს სცდება პოლიტიკის და ეთიკის ჩარჩოებს და არის ამორალური. ამიტომ ტელეკომპანია „იბერია“ დღეიდან უარს ამბობს კოტე იოსელიანისთვის ეთერის დათმობაზე. პრადად მე კი საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს და პირობას ვდებ, რომ მსგავსი ტიპის განცხადებების ავტორი ვერც ერთი რესპონდენტი, მმართველი გუნდიდან იქნება ის თუ ოპოზიციიდან, ვერ მოხვდება ჩვენს ეთერში”, – წერს სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “იბერიის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ვახო ხუზმიაშვილი.

“მეტრონომი” შეგნებულად არ გთავაზობთ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის კოტე იოსელიანის განცხადებას.

იტვირთბა....