უბედური შემთხვევა გუდაურში – კვადროციკლი, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ბავშვთან ერთად მართავდა, ხევში გადავარდა. ინფორმაციას “რუსთვი 2” ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად მამა-შვილი ადგილზევე გარდაიცვალა. დაღუპულები ინდოეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც საქართველოში სამოგზაუროდ იმყოფებოდნენ.
“მეტრონომი” შსს- ს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ამ წუთებში არკვევენ საქმის ვითრებას.