ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წულუკიანი: ვრჩები “ქართული ოცნების” გუნდურ მოთამაშედ

პრემიერის გადადგომის შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. თეა წულუკიანი ამბობს, რომ მან არ იცის ვინ იქნება ახალი პრემიერი და არც შესაძლო კანდიდატებზე საუბრობს. რაც შეეხება მის ადგილს მინისტრთა ახალ კაბინეტში, თეა წულუკიანის თქმით, შეინარჩუნებს თუ არა მინისტრის თანამდებობას, ეს ახალ პრემიერზე იქნება დამოკიდებული, თუმცა აცხადებს, რომ ის რჩება „ქართული ოცნების“ გუნდურ მოთამაშედ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. შესაბამისად მთელი მინისტრტა კაბინეტი გადამდგარად ითვლება და ისინი მოვალეობის შემსრულებლები არიან.

იტვირთბა....