ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

გვარამია: “ეკონომიკური მდგომარეობა არა იხვის ტოლმა, სახალხო პროტესტის მიზეზით გადადგა/გადააყენეს მთავრობა”

“ეკონომიკური მდგომარეობა არა იხვის ტოლმა. სახალხო პროტესტი, სისხლში გასვრილი ხელები და უკიდურესი არაპოპულარობის მიზეზით გადადგა/გადააყენეს მთავრობა.

მაგრამ არ დაგვავიწყდეს და აუცილებლად ვახსენოთ საბაბიც – სტუდია მონიტორი, ვისი შემზარავი კადრებიც საბოლოო წერტილი აღმოჩნდა, ისტორიული როლი შეასრულა, კიდევ შეასრულებს და ვერანაირი გადაგომით ვერ გადაიფარება შარდდალეული ოცნების მწამებლობა.

უდიდესი პატივისცემა და მოქალაქეობრივი მადლობა კოლეგებს”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გიორგი კვირიკაშვილის მიერ პრემიერის პოსტის დატოვებას.

მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს.

კვირიკაშვილი მისი პრემიერობის დროს გუნდის ეკონომიკურ წარმატებაზე, ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნასა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის წინსვლაზე ისაუბრა.

კვირიკაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აქვს უფლება საკუთრი შეხედულებისამებრ დააკომპლექტოს გუნდი.

იტვირთბა....