ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტის, ანდერიკაბანოვის მკვლელობისთვის გუდაუთის რაიონის ორ მცხოვრებს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
მკვლელობა 2017 წლის ივნისში სოფელ პრიმორსკოეში მოხდა. დაკავებულები ძმები ადგურ და დაურ ჯინჯოლიები არიან.
ე.წ. სასამართლოს განცხადებით, მათ ყაჩაღობისა და ფულის გამოძალვის მიზნით, რუსი ტურისტი გაიტაცეს და მოკლეს.
ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებმა მოკლულის ცოლს კომპენსაციის სახით 900 ათასი რუბლი უნდა გადაუხადონ.