დეკანოზი დავით ისაკაძე “ასავალ-დასავალთან” საუბარში აცხადებს, რომ სახალხო დამცველის ოფისის დაბზარვა უფლის მხრიდან გაფრთხილებად უნდა ჩაითვალოს.
“ამ მიწისძვრამ მოსახლეობას თითქმის ვერაფერი ავნო, მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინათ აშენებული სახალხო დამცველის ოფისი ერთიანად დაბზარა.
ურწმუნო ადამიანებს, ალბათ, გაეღიმებათ, მაგრამ სახალხო დამცველის ინსტიტუტი ჩვენში რატომღაც, კონსერვატიზმთან და მართლმადიდებლობასთან დაპირისპირების ცენტრად ჩამოყალიბდა და მიწისძვრის შედეგით ოფისის დაზიანება მართლაც უფლის მხრიდან გაფრთხილებად უნდა მივიჩნიოთ”, – განაცხადა ისაკაძემ.