ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომ უნდა აღჭურვოთ სკოლები და საბავშო-ბაღები კომპანია “კასტას” მიერ შემოტანილი საავეჯე მასალით

სკოლებში, სასწავლო დაწესებულებებსა და საბავშვო-ბაღებში ინვენტარის განახლების სეზონი დაიწყო. რა თქმა უნდა, ყველა სასწავლებლის ადმინისტრაცია ცდილობს, რომ ინვენტარის განახლების დროს, აქცენტი ხარისხზე და ეკოლოგიურად სუფთა მასალაზე გააკეთოს.

ამიტომ კომპანია „კასტა“, რომელიც საქართველოში ევროპული საავეჯე მასალის „კრონოშპანის“ ოფიცილურ დილერია, სასწავლო დაწესებულებებს ამ კომპანიის მასალისგან დამზადებულ ავეჯზე არჩევანის გაკეთებას სთავაზობს. ალბათ მკითხველს გაუჩნდება კითხვა, რატომ ეს კომპანია? ამაზე კომპანია „კასტაში“ საკმაოდ ამომწურავ პასუხს გვცემენ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ „კრონოშპანის“ საავეჯე მასალა ყველა იმ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, რომელიც მოზარდების და ახალგაზრდების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. როგორც ვიცით, მოზარდები დღის განმავლობაში სასწავლო დაწესებულებებში მერხებთან და დახურულ სივრცეში დიდ დროს ატარებენ. ამიტომაც აუცილებელია, რომ მათ დრო დღის განმავლობაში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში გაატარონ. ,,კრონოშპანის“ მასალა თანამედროვე სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია. ამ მასალისგან დამზადებული ავეჯის უპირატესობა შემდეგია: ადვილად მუშავდება, მტკიცეა, ნესტგამძლეა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

იტვირთბა....