ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

13 ივნისი: ტრაგიკული სტიქიიდან 3 წელი გავიდა (ფოტოები)

2015 წლის 13 ივნისის სტიქიიდან 3 წელი გავიდა. წყალდიდობის შედეგად განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ვერის დასახლებაში, ვაკე-საბურთალოს ახალი გზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიაზე. მთელი ღამის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია დაკარგული და დაღუპული მოქალაქეების შესახებ.

ორი ქალის ცხედარი სვანაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ დატბორილ სახლში იპოვეს.  ასევე მდინარე ვერემ წაიღო სამი მოქალაქე, რომლიდანაც ერთი ამ დრომდე არ უპოვნიათ.

13 ივნისის სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. აქედან 2 დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სტიქიის შედეგად 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე მეტი ფიზიკური პირი დაზარალდა. განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი: კოჯორი სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი, თამარაშვილი-გმირთა მოედნის ტერიტორია. მზიური და ზოოპარკი. დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებები. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ცოცხალი კოლექციის დიდი ნაწილი.

ზოოპარკის სამი თანამშრომელი და 270 ცხოველი დაიღუპა. განადგურდა პარკის თითქმის ნახევარი ტერიტორია, მოიშალა ინფრასტრუქტურა.

წყალმა მთლიანად დატბორა ზოოპარკის ტერიტორია, რამაც ცხოველების გაქცევა გამოიწვია. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დააფიქსირეს. შს მინისტრის განცხადებით, საპატრულო პოლიცია იძულებული გახდა, რამდენიმე მტაცებელი ცეცხლსასროლი იარაღით მოეკლა, ცხოველების უმრავლესობის წინააღმდეგ დასაძინებელი სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

ფოტოები სოციალური ქსელიდან:

იტვირთბა....