ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა აკავშირებს დღეს დაკავებულ მარნეულის მერს ივანიშვილთან

გავრცელებული ინფორმაციით, თემურ აბაზოვი, რომელიც პროკურატურამ დღეს, ერთ-ერთ მოქალაქეზე მორალური და სიტყვიერი ზეწოლის საბაბით დააკავა, მარნეულის მერობამდე „ქართუ ბანკში“ მუშაობდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აბაზოვი ერთი თვის წინ, „ოცნების“ ყრილობაზე ბიძინა ივანიშილთან ერთდ მივიდა.

პროკურატურამ მარნეულის მერი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ თავად დაადასტურა. ის  სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს გამო დააკავეს, სადაც მოქალაქეს მოშარდვას და შარდის სახეზე წასმას აიძულებენ.

პროკურატურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 144”’ მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით დაიწყო.

იტვირთბა....