“ტვ პირველის” ინფორმაციით გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო შემცვლელად ორი პირი სახელდება, პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ასევე შესაძლოა თანამდებობები დატოვოთ კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ინფორმაციით, დღეს თანამდებობას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და 4 მინისტრი – თეა წულუკიანი, დიმიტრი ქუმსიშვილი, მიხეილ ჯანელიძე და მიხეილ გიორგაძე დატოვებენ.
“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა 1 საათში 15:00 საათზე იწყება, რომელსაც პრემიერიც დაესწრება.