ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წყნეთი-ახალდაბის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ამ დროისთვის ადგილზე წყალმომარაგების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანიის ოპერაციების მართვის დირექტორის პირველი მოადგილის ზურაბ ალფაიძის განცხადებით, სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ეს მონაკვეთი სრულად შეიცვლება.

„მეწყერმა ახალდაბის მაგისტრალური წყალმომარაგების ქსელი დააზიანა, რის გამოც წყალმომარაგება დროებით შეეზღუდა ახალდაბის მოსახლეობას. სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და აღნიშნული მონაკვეთი სრულად შეიცვლება ახლით. როგორც კი დასრულდება სამუშაოები მაშინვე აღუდგება წყალმომარაგება მოსახლეობას. წყალმომარაგება აქვს შეზღუდული მხოლოდ ახალდაბას, სხვა ყველას მიეწოდება წყალი“, – განაცხადა ზურაბ ალფაიძემ და აღნიშნა, რომ წყალმომარაგება ღამით, მაქსიმუმ ხვალ დილით აღდგება

იტვირთბა....