“ამ ბიჭის მამას (კუპრავა ვისაც ხელს ართმევს) მამაჩემის წამებაში ედება ბრალი, მე რა ვქნა? მაინც დავუდგე სარალიძეს გვერდში, როცა ის მამაჩემის მწამებლებს იყენებს გვერდით?!!!მე რომ მამაჩემის მკვლელის დასჯა მოვითხოვო აქციების გამართვის გზით და მისი შვილის მკვლელები დავიყენო დადგება ჩემ გვერდზე? ამიტომაა მის მიმართაც აგრესია. სამწუხაროა მაგრამ ასეა… “, – წერს სოციალურ ქსელში ბესო ხარძიანის შვილის ქეთა ხარძიანი ფოტოზე, სადაც ზვიად კუპრავასა და ბესო უდესიანის შვილის შეხვედრაა ასახული.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ზვიად კუპრავასა და ბესო უდესიანის შვილის შეხვედრის ამსახველი ფოტოები გავრცელდა.
ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 2015 წლის 28 მარტს მოკლეს. 2015 წლის 21 იანვარს პროკურატურამ განაცხადა, რომ ხარძიანი უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეებმა, ოლეკსანდრ დამეტოვმა და ოლეგ დოევმა შეკვეთით მოკლეს, შემდეგ კი საქართველო დატოვეს. პროკურატურას არაფერი უთქვამს მკვლელობის შემკვეთებთან დაკავშირებით.