ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაჩალიკაშვილი: “ფეხქვეშ მიწაც რომ წაიღონ, აქციები მაინც გაიმართება”

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კარავი კი არა, ფეხქვეშ მიწაც რომ წაიღონ, აქციები მაინც გაიმართება.

მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშვიდობიანი სოლიდარობის აქცია ძალოვანებმა დაშალონ.

„ყველაფერს აკეთებენ, რომ მე და ჩემნაირი გამწარებული ხალხი საერთოდ გააჩერონ. გეგმები არ შეიცვლება და კარავი კი არა, ფეხქვეშ მიწა რომ წაიღონ, აქციები მაინც გაიმართება ვიდრე ჩემი და ზაზას მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ განთავსებული კარვები უკვე  დაშალეს

იტვირთბა....