ახალი ამბები მთავარი სამართალი

გოცირიძე: დეპუტატის დაკავების უფლება არავის აქვს

“ნაციონალური მოძრაობა ” სამართალდამცველების მიერ ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. საგანგებო განცხადება, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ გააკეთა. გოცირიძემ მომხდარს უპრეცედენტო ფაქტი უწოდა და საქართველოს ხელისუფლებას კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდა.
ენმ მოუწოდებს შს სამინისტროს ნიკა მელია დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.

“საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა, აკეთებს საგანგებო განცხადებას, იმ უმსგავსობასთან დაკავშირებით რაც დღეს ხდება საქართველოში. რამდენიმე წუთის წინ უკანონოდ კონსტიტუციის უხეში დარღვევით, ფაქტობრივად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს პარტიის ლიდერი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატი, კონსტიტუციური იმუნიტეტის მქონე პიროვნება, ნიკა მელია. ეს არის წარმოუდგენელი პრეცედენტი დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში. არავის აქვს უფლება დააკავოს დეპუტატი, პარლამენტის გადაწყვეტილების გარეშე. დეპუტატი არის ხელშეუხებელი პიროვნება.

ქვეყანაში მიდის ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური დევნა, ივანიშვილის დევნა, ივანიშვილის ერთმმართველობა და არაფორმალური რეჟიმი გადადის უხეშ ძალადობაზე, რომლის გამოვლინებაც იყო დღეს მომხდარი უპრეცედენტო ფაქტი. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საქართველოს პარლამენტის წევრი ნიკა მელია, მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, დაიცვას კონსტიტუცია,”-განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტახნისწინ დეპუტატი ნიკა მელია და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები რუსთაველის გამზირზე დააკავეს.

იტვირთბა....