ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს: “პარლამენტის წინ აქციის დროს დაკავებული 6 მოქალაქიდან ერთი ძებნილია”

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 მოქალაქიდან ერთი ძებნილი და ერთიც პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფია. ამის შესახებ ინფორმაცის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ქურდობისთვის ძებნილი, 1994 წელს დაბადებული ი.ა. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1994 წელს დაბადებული გ.ა. პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში, აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკების დროს დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 11 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს 6 პირი: 1987 წელს დაბადებული მ.ა., 1980 წელს დაბადებული ნ.კ., 1994 წელს დაბადებული გ.ა., 1994 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული მ. ლ. და 2001 წელს დაბადებული გ.ტ.

აღსანიშნავია, რომ ი.ა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ მიმდინარე წლის 5 ივნისიდან ქურდობისთვის იძებნებოდა, გ.ა. კი 2016 წელს ქურდობის ბრალდებით არის ნასამართლევი და ამაჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....