ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალები პარლამენტში მიიტანეს

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალების ნაწილი მიიტანეს. კომისიის თავმჯდომარეს გადაეცა მასალები, რომელსაც სასამართლო ფლობდა.

როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განაცხადა, დღესვე კომისია ელოდება მასალებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

როგორც ცნობილია, კომისიის წევრები საქმის მასალებს გაეცნობიან და 13 ივნისს პირველი სხდომა გაიმართება.

იტვირთბა....