ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რომან გოცირიძე: “ეს მაგარი ბიჭი არის ლაშა ცუცქირიძე, იგივე კააა!”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძის (კაა-ს) დაკავებას ეხმაურება.

“ეს მაგარი ბიჭი არის ლაშა ცუცქირიძე, იგივე კააა! ამ ზაფხულს გავიცანი, როცა არჩევნებზე ერთად ვარიგებდით დიდი დიღმის კორპუსებში ბუკლეტებს. დღეს დააკავეს კარვების აქციაზე.
ხელისუფლებას მივმართავ: ეს არ არის გრეჩიხას საკანი, ეს არის შვილმოკლული მამების პროტესტი და ნუ ცდილობთ მათ იზოლირებას აქტიური მხარდამჭერებისაგან( ზვიად კუპრავაც დაკავებულია).

არაფერი არაა განსაკუთრებული და შეუსრულებელი მათ მოთხოვნებში. არა თუ ისინი, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი ითხოვენ იუსტიციის მინისტრის გადადგომას.
წულუკიანი კი არა სააკაშვილი გადადგა საპროტესტო აქციების დროს და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.

დროზე გაანთავისუფლეთ დაკავებულები და შეასრულეთ ხალხის მოთხოვნები!”, – წერს გოცირიძე.

იტვირთბა....